ქართველმა მესაზღვრეებმა სომხეთისთვის განკუთვნილი იარაღით დატვირთული მანქანა გააჩერეს

Tbilisi Daily

საქართველო სომხეთის საზღვარზე სომხეთისთვის განკუთვნილი იარაღის სატვირთო მანქანაა გაჩერებული. აღნიშნულ ინფორმაციას სანდო წყაროზე დაყრდნობით minval.az ავრცელებს. გამოცემა ფაქტის დამადასტურებელ ვიდეოჩანაწერს ავრცელებს, სადაც ექსპერტების თქმით, საქმე ეხება ავტომობილზე დამონტაჟებული მართვის ავტომატურ სისტემას. აღსანიშნავია, რომ შესამაბისი სისტემა შესაძლოა დამონტაჟდეს დანაყოფების კოორდინაციისთვის. ინფორმაციის თანახმად, აღნიშნული სისტემა სამოქალაქო სატვირთო მანქანების გადაჰქონდათ, რომელიც სკანდალურად ცნობილ სომხურ კომპანია “სპაიკს” ეკუთვნის. ავტომობილი, სადაც სამხედრო იარაღია მოთავსებული, ტრაილერის კუზაოში, სამოქალაქო საქონლითაა შენიღბული.გამოცემაში ნათქვამია, რომ – “როგორ ჩანს საქართველოს ხელისუფლება პოლიტიკურ ნებას იჩენს და კრძალავს სოხმეთში საკუთარი ტერიტორიის გავლით იარაღის გატანას, ხოლო რიგითი ქართველის მესაზღვრეები, რომლებმაც აღნიშნული შენიღბვა შეამჩნიეს – პროფესიონალები არიან. ასევე ცნობილია, შემდეგი რომ სომხური ხელისუფლება განაგრძობს საქართველოს მიერ აკრძალვის დარღვევას სომხეთში მის ტერიტორიაზე გავლით სამხედრო ტექნიკის გადატანას. ასევე ქვეყანაში კონტრაბანდის სახით იარაღის შეტანის მცდელობა აჩვენებს, რომ ოფიციალური ერევანი, სამწუხაროდ, უარს არ ამბობს სამხედრო პროვოკაციების პოლიტიკაზე და არ არის მიმართული კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარებისკენ”. წყარო: https://m.minval.az/news/124041701