ზუგდიდის მერს კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებენ

Tbilisi Daily

ზუგდიდის მერს გიორგი შენგელიას "ნაციონალური მოძრაობა" კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებს. ენმ-ს ზუგდიდის პარტიის თავმჯდომარის ანი წითლიძის განცხადებით, ზუგდიდის მერმა პირადი ინტერესების გათვალისწინებით, სახელმწიფო ვალდებულებით დატვირთულ მიწას შეუცვალა ფუნქცია და მუნიციპალური საკუთრებიდან კომერციული სტატუსი მიანიჭა. საქმე ეხება 2015 წელს გაყიდულ მიწის ნაკვეთს, რომელიც კეიდიას ქუჩაზე მდებარეობს და სადაც კომპანია „ვისოლ ჯგუფს“ და მის შვილობილ კომპანიას, „ვენ ჯორჯიას“ საერთაშორისო ბრენდის რესტორანი უნდა აეშენებინა, თუმცა არ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და „ვისოლის“ მოთხოვნით მერმა ფუნქცია და სტატუსი შეუცვალა. "ვისოლ ჯგუფის" შვილობილ კომპანიას სატენდერო პირობები და დოკუმენტაცია შეუცვალა და ბრენდული რესტორნის ნაცვლად, კომპანია შეძენილ მიწაზე მრავალბინიან კორპუსს ააშენებს. ამ საკითხზე ოპოზიცია გამოძიებას მოითხოვს. ანა წითლიძემ შესაბამისი სარჩელით საოლქო პროკურატურას უკვე მიმართა. აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით ,ზუგდიდის მერიაში აცხადებენ რომ კომენტარს მოგვიანებით გააკეთებენ.