ტურიზმის სექტორს გადავადებული საშემოსავლო გადასახადი ჩამოაწერეს
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
მთავრობამ ტურიზმის სექტორს საშემოსავლო გადასახადი ჩამოაწერა, - ამის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა განაცხადა.
ივანე მაჭავარიანის განმარტებით, ეს არის საშემოსავლო გადასახადი, რომლის გადახდაც ტურიზმის სექტორს 2020 წლისთებერვალ-მაისშიგადაუვადეს. შეღავათის საერთო მოცულობა 20 მილიონი ლარია და ამ პროგრამით თავის დროზე დაახლოებით 1000-მდე კომპანიამ ისარგებლა.
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით 2020 წლის ნოემბრისა და დეკემბრის საშემოსავლო გადასახადიგადაუვადონსასტუმროებს, რომლებსაც ზამთრის სეზონზე ოპერირება სრულად აეკრძალათ, ესენია ის დაწესებულებები, რომლებიც სასრიალო კურორტებზემდებარეობენ: მესტიაში, გუდაურში, ბაკურიანსა დაგოდერძიზე.
„გუდაურში, ბაკურიანში, მესტიასა დაგოდერძიზემდებარე სასტუმროებსგადაუვადდათ2020 წლის ნოემბრის და დეკემბრის საშემოსავლო გადასახადი, 2020 წლის პირველ ივლისამდე. რატომ ესლოკაციები? იცით, რომ ამ საკურორტო ზონებშიშევზღუდეთმუშაობა, როცა დანარჩენ საქართველოში სასტუმროების მოქმედება არ არის შეზღუდული. დაახლოებით 100-ზე მეტი კომპანია იქნება ამ პროგრამის ბენეფიციარი”, - აღნიშნა მაჭავარიანმა.