ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსი კიდევ 114 ადამიანს დაუდასტურდა
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
ბოლო 24 საათში ოკუპირებულ აფხაზეთში 529 ადამიანს გაუკეთდა ტესტი კორონავირუსზე და მათგან Covid 19 114 ადამიანს დაუდასტურდა. გარდაიცვალა 2 ადამიანი.
ე.წ. ოპერატიული შტაბის ცნობით, ამ დროისთვის გუდაუთის საავადმყოფოში 110 ადამიანია მოთავსებული, მათგან 98 Covid 19-ის დიაგნოზით. 38 ადამიანი მძიმე მდგომარეობაშია, 23 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი საშუალო სიმძიმისაა.
სააგენტი „აფსნიპრესი“ საგანგებო შტაბზე დაყრდნობით წერს, რომ სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისათვის ინფექციის დადასტურებული დიაგნოზით 35 პაციენტია მოთავსებული, ოჩამჩირის საავადმყოფოში - 22, ტყვარჩელში - 18, გაგრის საავადმყოფოში კი- 43 პაციენტი.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 8 350 შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 107 პაციენტი, 6 508 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა.
https://www.radiotavisupleba.ge/a/31019922.html
#ახალი_ამბები
#twitter