ყარაჯალარის მკვიდრს ჯილეხი და კორონავირუსი დაუდგინდა

Tbilisi Daily

რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში პაციენტს კორონავირუსი და ჯილეხი დაუდგინდა. ინფორმაცია ფორმულას ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორმა პაპუნა ბახტაძემ დაუდასტურა. პაციენტი 42 წლის ქალია. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. პაციენტი თბილისში, ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკაშია გადაყვანილი.