კახეთში, ორი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოვარდა - შინაგან საქმეთა სამინისტრო
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კახეთში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უდაბნოს და ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელსანავარდოს მიმდებარე ტერიტორიებზე ორი უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოვარდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
'შინაგან საქმეთა სამინისტროში კახეთში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უდაბნოს და ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ სანავარდოს მიმდებარე ტერიტორიებზე უპილოტო საფრენი ორი აპარატის ჩამოვარდნის შესახებ შეტყობინება მიმდინარე წელს 7 ოქტომბერს, დაახლოებით 18:35 და 18:45 წუთებზე შემოვიდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაუყოვნებლივ დაიწყო საგამოძიებო ღონისძიებები.
მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.
შემთხვევის ორივე ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული, ექსპერტ-კრიმინალისტები ატარებენ შესაბამის ღონისძიებებს', - აღნიშნულია, შინაგან საქმეთა სამინისტროსმიერ გავრცელებულ განცხადებაში.