აჭარაში კიდევ 4 პირს დაუდასტურდა კორონავირუსი – 16 აგვისტოს მონაცემები

Batumi Daily

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 16 აგვისტოს მონაცემებით აჭარაში გვაქვს კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა. აქედან 2 ქობულეთის კონტაქტი, 2 კი მძღოლია. ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 16 აგვისტოს დილის მონაცემებით, კოვიდინფიცირებული 23 პაციენტი მკურნალობს. 16 აგვისტოს მონაცემებით, ქობულეთის კაფე „ჰავანას“ კლასტერიდან კარანტინში გადაყვანილია ჯამში 54 პირი, 25 პირს აღებული აქვს სინჯები კვლევისთვის და აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პასუხები ხვალ, 17 აგვისტოს, დილით გახდება ცნობილი. —- ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მონაცემები stopcov.ge-ზე 16 აგვისტოს, დილით განახლდა. გამოჯანმრთელებულთა რიცხვი არ გაზრდილა. ჯამში, ინფიცირებულთა რაოდენობა 1336-ს შეადგენს, მათგან გამოჯანმრთელებულია 1 088 პაციენტი. გარდაცვლილია 17 ადამიანი. სტაციონარული მკურნალობის ქვეშ რჩება 249 პირი, კარანტინში კი 7 597 ადამიანი იმყოფება. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. #კორონავირუსი #ახალიამბები #batumidaily წყარო - batumelebi.ge #ახალიამბები