მექსიკაში ვეშაპების ახალი სახეობა აღმოაჩინეს
Tbilisi Daily
ბუნების დამცველმა ორგანიზაციამ Sea Shepherd-ის ექსპედიციამ მექსიკის სანაპიროსთან ვეშაპების აქამდე სავარაუდოდ უცნობის სახეობა აღმოაჩინა. ამის შესახებ Reuters-ი წერს.
ზოოლოგიური ექსპედიცია 2020 წლის შემოდგომაზე შედგა. მკვლევარები კუნძულ სან-ბენიტოსთვან, ვეშაპების ერთ-ერთი ჯგუფის შესახებ ინფორმაციის შესაგროვლებლად მიცურავდნენ, როცა 3 ცხოველისგან შემდგარი გუნდი შენიშნეს, რომლებიც წყლის ზედაპირზე ჰაერის შესასუნთქად ამოვიდნენ.
ექსპედიციის მონაწილეებმა ვეშაპებს ფოტოები გადაუღეს და მათი ხმის ნიმუშები ჩაწერებს. ამ მონაცემების დამუშავების შემდეგ გაირკვა, რომ ცხოველებს კბილების უჩვეულო აღნაგობა აქვთ, რომელიც ვეშაპების სხვა სახეობებს არ აქვთ. მათ მიერ გამოცემული ბგერებიც უნიკალური აღმოჩნდა.
მეცნიერები ვეშაპებთან შეხვედრის ადგილას აღებული
წყლის ნიმუშებიდან ვეშაპების დნმ-ის გამოყოფასაც შეეცდებიან. ეს ახალი სახეობის ოფიციალური აღიარებისთვის არის აუცილებელია.