წინასაარჩევნო ფასიანი პოლიტიკური რეკლამა შესაძლოა, აიკრძალოს
Tbilisi Daily
წინასაარჩევნო ფასიანი პოლიტიკური რეკლამა შესაძლოა, აიკრძალოს - ინიციატივა ფრაქცია "პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატების" წევრ გია ჟორჟოლიანს ეკუთვნის.
Ინიციატივის ავტროი აცხადებს, რომ არჩევნების შედეგები ხშირად არის დამოკიდებული ფინანსებზე, რაც ყველა პარტიას თანაბარ გარემოში არ აყენებს.
"შესაძლოა წარმოიდგინო, რომ თითქოს ეს მედიის დაფინანსების წინააღმდეგ არის მიმართული. არაფერი ამის მსგავსი აქ არ არის. პარტიების საარჩევნო რეკლამა, ეს არ არის რაღაც ფეხსაცმელი ან პერანგი, რომელიც მომეწონება, იმას ვიყიდი და მერე გამოვცვლი. ეს არ შეიძლება იყოს დამოკიდებული სრულად ფინანსებზე და ფულზე.
სამწუხაროდ, ჩვენთან არჩევნების შედეგები მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ფინანსებზე, სადაც წამყვან როლს თამაშობს მედია," - განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.
საარჩევნორეკლამა პოლიტიკურირეკლამა ფასიანირეკლამა აკრძალვა
tbilisidaily