მსოფლიოში COVID 19-ით ინფიცირებულთა რიცხვმა ხუთ მილიონს გადააჭარბა

Tbilisi Daily

მსოფლიოში „კოვიდ 19“-ით დაინფიცირებულთა რაოდენობამ ხუთ მილიონს გადააჭარბა ვირუსის გავრცელებიდან დღემდე „კოვიდ 19“-ით სულ 327 311 ადამიანი გარდაიცვალა. მსოფლიოში ვირუსისგან 1.84 მილიონი გამოჯანმრთელდა. „კოვიდ 19“-ის ყველაზე მეტი -1 555 456 შემთხვევა ამერიკის შეერთებულ შტატებში ფიქსირდება. აშშ-ში კორონავირუსით 93 265 ადამიანია გარდაცვლილი.