სახელმწიფო დღეიდან წლის ბოლომდე აღებულ იპოთეკურ სესხს დაასუბსიდირებს

Tbilisi Daily

სახელმწიფო დღეიდან წლის ბოლომდე მოქალაქეების მიერ აღებულ იპოთეკურ სესხს დაასუბსიდირებს. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტის პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „გვაქვს გეგმა, რომელიც დაეხმარება არა მხოლოდ კომპანიებს, არამედ ადამიანებს, ვინც გეგმავს ბინის შეძენას ან, პირველადი შენატანი აქვთ გადახდილი. ყველა რისკი სახელმწიფოსგან იქნება დაზღვეული. დღეიდან, წლის ბოლომდე, სახელმწიფო მოახდენს ყველა იპოთეკური სესხის სუბსიდირებას ყველა იმ ადამიანისთვის, რომელიც გადაწყვეტს წლის ბოლომდე იპოთეკური სესხის აღებას და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას“, - განაცახდა გახარიამ. #news #იპოთეკა #სუბსიდირება #სესხები #პრემიერი #TbilisiDaily