ქუთაისში წვიმის შედეგად რამდენიმე ქუჩა დაიტბორა
Tbilisi Daily
უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა ქუთაისში, სადაც წვიმის წყალმა რამდენიმე ქუჩა დატბორა.
განსაკუთრებით მძიმე ვითარება შეიქმნა ფოთის ქუჩაზე, სადაც ეზოები და საცხოვრებელი სახლებისა და სავაჭრო დაწესებულებების პირველი სართულები დაიტბორა.
ადგილზე მუშაობენ მაშველები და მიმდინარეობს წყლის ამოტუმბვის სამუშაოები.