ხატია დეკანოიძე - ფულს ოპოპარტიები თუ არ მიიღებენ, გაიფლანგება კორუფციაში

Tbilisi Daily

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძე ოპოზიციური პარტიების მიერ საბიუჯეტო დაფინანსების მოთხოვნის საკითხზე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. „კიდევ ერთხელ პარტიების დაფინანსების წუხილზე: – ეს არ არის მხოლოდ საპარალამენტო საქმიანობა, პოლიტიკური პარტიას პარლამენტის გარეთ უამრავი ფუნქცია აქვს, რომელიც ქართული ოცნების და ივანიშვილის წინააღმდეგ უნდა გამოვიყენოთ; – ნუ ვაფიქრებინებთ ოცნებას და მის პროპაგანდას, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი მხოლოდ მას და მის გაზლუქებულ ბიუროკრატებს ეკუთვნის. მოქალაქეების ფულია და სხვა წყარო ოპოზიციურ პარტიებს ამ ფინანსურ რეპრესიებში სამწუხაროდ ვერ ექნება; – ამ ფულს ოპოპარტიები თუ არ მიიღებენ – გაიფლანგება კორუფციაში. – თავისთავად, დაფინანსების სისტემა რომ სრულყოფილი არ არის ეს პრობლემაა, თუმცა ძალიან მძიმე რეალობაში ვცხოვრობთ. მიგვიტაცა რეჟიმმა და ყველა ბერკეტი მის წინააღმდეგ გამოსაყენებელია. და მნიშვნელოვანი: ყველას აქვს უფლება საკუთარი აზრი ჰქონდეს, პარტიას, მოქალაქეს.. ერთმანეთის საწინააღმდეგოც“, – წერს ხატია დეკანოიძე.