ავღანეთის მშვიდობიან მოსახლეობაში გაიზარდა საავიაციო იერიშების შედეგად დაღუპულთა რიცხვი

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

2016 წლიდან 2019 წლამდე თითქმის გასამმაგდა საავიაციო იერშიების შედეგად დაღუპულ მშვიდობიან მოქალაქეთა რაოდენობა, - ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის ორი უნივერსიტეტის მიერ ჩატარებულ გამოკვლევაში. ბრაუნისა და ბოსტონის უნივერსიტეტების გამოკვლევაში სახელწოდებით „ომის ფასი“, ნათქვამია, რომ თუ 2016 წელს საავიაციო იერიშმა იმსხვერპლა 250 სამოქალაქო პირი, ხოლო 2019 წელს დაღუპულთა რიცხმა 700-ს მიაღწია, რაც 2001 წლის შემდეგ მსგავსი ინცინდენტის შედეგად მშვიდობიანი მოსახლეობის ყველაზე დიდი დანაკარგს წარმოადგენს. 7 დეკემბერს გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, ამის მიზეზად სახელდება ამერიკული სარდლობის მიერ 2017 წელს მიღებული გადაწყვეტილება, რაც სამხედრო ავიაციას შესაძლებლობას აძლევს განახორციელოს იერიში მოწინააღმდგესთან პირდაპირი კონტაქტის გარეშეც. ამერიკელ მკვლევარებს სურდათ დაედგინათ, თუ რატომ გაიზარდა მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში, როდესაც ომი ავღანეთში, თითქოსდა, დასასრულს უახლოვდება. https://www.radiotavisupleba.ge/a/30989785.html #ახალი_ამბები #twitter