ბათუმის მე-19 საარჩევნო უბნის შედეგებს ხელახლა დათვლიან
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
ბათუმის საარჩევნო ოლქში ხელახლა დათვლიან 31 ოქტომბერს, კენჭისყრის დღეს მე-19 უბანზე მიცემულ ხმებს.
გადაწყვეტილება მიიღეს საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომაზე, რომელიც 4 ნოემბერს გვიან ღამემდე საჩივრებს განიხილავდა ოპოზიციის საპროტესტო აქციის ფონზე.
სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს „ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიციის“ წარმომადგენლებმა. მათი განცხადებით, კომისიამ გადაწყვიტა ხმები ხელახლა დათვალოს მხოლოდ იმ უბანზე, სადაც გაერთიანებული ოპოზოიცია იმარჯვებს.
ამომრჩეველთა ხმების შეჯამებისას ყველაზე დიდი დისბალანსი ბათუმის მე-19 უბანზე შედგენილ ოქმში აღმოჩნდა. ეს ოქმი სოციალურ ქსელშიც გავრცელდა და აქტიური განხილვის საგნად იქცა.
გაერთიანებულმა ოპოზიციამ ბათუმის 120 საარჩევნო უბნიდან 119-ის ოქმები გაასაჩივრა.
20 საჩივარი დაწერა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ და 12 „სამართლიანმა არჩევნებმა“.
ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიამ 4 ნოემბერს საჩივრების მხოლოდ ნაწილი განიხილა. ეს პროცესი დღეს, 5 ნოემბერს გაგრძელდება.
ბათუმის 79-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ციალა შავაძის განცხადებით, ტექნიკური ხარვეზები, რაც საუბნო კომისიებმა დაუშვეს, შესაძლოა, ბევრი მიზეზით იყოს განპრიობებული: „მაგალითად, პანდემიამ მუშაობაში ძალიან შეგვიშალა ხელი, რადგან ჩვენი დატრენინგებული კომისიის წევრთა 80 პროცენტი საუბნო კომისიებში აღარ იყვნენ, წინა დღეებში კომისიის წევრები შეიცვალნენ და ძალიან ბევრს კოვიდინფექცია დაუდასტურდა და ამანაც მოახდინა უბნების მუშაობაზე გავლენა“.
https://www.radiotavisupleba.ge/a/30931233.html
#ახალი_ამბები
#twitter
#არჩევნები_2020