ჩინეთმა გერმანიიდან ღორის ხორცის იმპორტი აკრძალა

Tbilisi Daily

ჩინეთის მთავრობამ, გერმანიიდან ღორის ხორცის იმპორტი აკრძალა. ამის შესახებ business-standard წერს. ინფორმაციას ჩინეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრო და საბაჟოს მართვის სამსახური ავრცელებს. 10 სექტემბერს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გერმანიაში აფრიკული ჭირის პირველი შემთხვევა დაადასტურა. აფრიკული ჭირის პრევენციის მიზნით, გერმანიიდან ღორის ხორცის და ნაწარმის პირდაპირი და ირიბი იმპორტი აიკრძალა. ახალი წესები, ძალაში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ინფორმაციის გავრცელებისთანავე შევიდა. აფრიკული ჭირი ვირუსული დაავადებაა, რომელიც სწრაფად ვრცელდება. პროდუქცია, რომელიც ფაქტის დადასტურებამდე ჩინეთში გაიგზავნა, უკან დააბრუნებენ და განადგურდება.