თორნიკე რიჟვაძე მოშიმშილე აქტივისტზე - "წონაში დასაკლებად შიმშილობს"
Tbilisi Daily
"ალბათ წონაში მოიმატა და უნდა დაკლება" - ეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარის სიტყვებია აჭარის ტელევიზიის წინ მოშიმშილე აქტივისთვის მისამართით გამოთქმული. თორნიკე რიჟვაძე ამბობს, რომ ალექსანდრე მილორავა პოლიტიკურ შოუს დგას ევრონაცების დაკვეთით, შესაბამისად ამ შიმშილობის მიზეზი არის პოლიტიკური შოუ ან წონაში დაკლების სურვილი.
მაუწყებლის დირექტორის გადადგომის მოთხოვნით მოძრაობა "მე მიყვარს ბათუმი"-ს წევრი მერვე დღეა შიმშილობს.