ფოთში დაკარგულ 19 წლის გოგოს მეოთხე დღეა ეძებენ

Pirveliradio Ge

ფოთში დაკარგულ 19 წლის ახალგაზრდა ქალს მეოთხეა დღეა მდინარე რიონში ეძებენ. თვითმხილველებმა იგი ბოლოს ცოტნე დადიანის ხიდზე ნახეს. არსებული ინფორმაციით, რიონში იგი სწორედ ამ ხიდიდან გადახტა. ოჯახი სამძებრო სამუშაოებში სპეციალური ტექნიკით აღჭურვილი მყვინთავების ჯგუფის ჩართვას ითხოვს. ისინი მეზობლებს და ფოთის მცხოვრებლებსაც დახმარებას სთხოვენ. "ჩვენი მოთხოვნა არის, ხალხზე მიმართვით, ხელისუფლებასთან, დაგვეხმარონ, მოგვეხმარონ, ახალგაზრდა, უმწეო ბავშვია წყალში, ვერ ვპოულობთ. იქნებ დამატებითი რაიმე ღონისძიება გატარდეს და იქნებ ჩვენც შედეგი მივიღოთ და ბავშვი წყლიდან ამოვიყვანოთ," - ამბობს დაკარგულის ოჯახის წევრი მთავართან საუბრისას.