ორშაბათიდან მოლები და ბაზრობები გაიხსნება
Tbilisi Daily
ორშაბათიდა, პირველი ივნისიდან გაიხსნება და მუშაობას შეძლებს ყველა სახის ღია მაღაზია, მათ შორის მოლები, ასევე ბაზრობები. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა.
„ორშაბათიდან პირველი ივნისიდან გაიხსნება და მუშაობას შეძლებს ყველა სახის ღია მაღაზია, მათ შორის მოლებიც, ღია და დახურული ყველა სახის ბაზრობები და ღია სივრცის მქონე რესტორნები“, - განაცხადა პრემიერმა.
#news #მოლები #ბაზრობები #შეზღუდვები #TbilisiDaily