შეჯახების შემდეგ ავტობანზე ცხედარს კიდევ სამმა ავტომობილმა გადაუარა

Tbilisi Daily

კასპის მუნიციპალიტეტ სოფელ ნიგოზასთან, ავტობანზე მომხდარ ავტოკატასტროფას შუახნის მამაკაცი ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, მანქანის მძღოლი, რომელმაც მამაკაცს დაარტყა, შემთხვევის შემდეგ ადგილიდან მიიმალა. პირველი ავტომობილის დაჯახების შემდეგ, ავტობანზე ცხედარს კიდევ სამმა ავტომობილმა გადაუარა. შემთხვევის ადგილზე, მხოლოდ მეოთხე მანქანის მძღოლი გაჩერდა. არსებული ინფორმაციით, მძღოლი უკვე პოლიციაში იმყოფება და მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები. როგორც Report.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია