მთავრობა ზომების შემსუბუქებასა და ეკონომიკის გახსნის პირველ ეტაპს იწყებს

Tbilisi Daily

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას ზომების შემსუბუქების პირველ ეტაპზეც ისაუბრა. მისი თქმით, 27 აპრილიდან დაიწყება ეკონომიკის გახსნის პირველი ეტაპი, რაც ნიშნავს იმას, რომ ორშაბათიდან იქნება დაშვებული მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება, ტაქსების ოპერირება, ონლაინვაჭრობა, საბითუმო და საცალო, მიტანის მომსახურეობა ნებისმიერ პროდუქტზე და ღია ტიპის აგრარული ბაზრების საქმიანობა. #გახარია #შეზღუდვები #tbilisidaily