დღეს გორიჯვრობაა
Gori Daily
დღეს მთელს საქართელოში გიორგობა აღინიშნება, თუმცა როგორც ვიცით ეს დღე განსაკუთრებული მნიშვნელობისაა გორში, სადაც არის მისი სახელობის ტაძარში "გორი ჯვარი". ამ დღეს ტრადიციული ხალხმრავლობაა ხოლმე. ამ ადგილის მოსალოცად და შესაწირის გასაღებად, სხვადასხვა მუნიციპალიტეტებიდანაც იყრიან ადამიანები თავს, თუმცა წელს განსხვავებული სიტუაციაა. როგორც ცნობილია, კორონავირუსის გარშემო არსებული ვითარების გამო, მთელი რიგი შეზღუდვებია დაწესებული, რის გამოც არ შეიძლება მასობრივი თავშეყრა და სამზე მეტი ადამიანის ერთად დგომა. აგრეთვე კონკრეტულად გორიჯვარზე მოსახვედრად, აიკრძალა ავტომობილით გადაადგილება.
მიუხედავად ამ შეზღუდვებისა, დღეს გორიჯვრის ეკლესიაში, წირვა აღასრულა გორისა და ატენის მიტროპოლიტმა, მეუფე ანდრიამ. მრევლი ტაძრის ეზოში იყო შეკრებილი და ცდილობდნენ დაცული ყოფილიყო დისტანცია, ხოლო ტაძარში მისასვლელად მათ რამოდენიმე კილომეტრი აღმართის გავლა ფეხით მოუწიათ. თუმცა ისიც ცხადია, რომ მომლოცველთა რაოდენობა, შედარებით მცირე იყო ვიდრე წინა წლებში, რაც სავარაუდოდ ახალი კორონა ვირუსის პანდემიიდან გამომდინარე სიფრთხილით არის გამოწვეული.
#გორისმუნიციალიტეტი
#გორიჯვარი
#დღესასწაული
#goridaily