ეპიდვითარება სამეგრელო-ზემო სვანეთში
Zugdidi Daily
ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 904 ახალი დადასტურებული შემთხვევა,-ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
დღე-ღამის განმავლობაში სამეგრელო-ზემო სვანეთში Covid19-ის 217 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
ბოლო მონაცემებით საქართველოში:
კორონავირუსით ინფიცირებულია - 206 907
გამოჯანმრთელებულია - 175 842
გარდაცვლილია - 2 055
კარანტინის რეჟიმში რჩება - 465
კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები - 1 971
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 6 553
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე,სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სიახლეებსა და ბლოგებს.
#კორონავირუსი_
#ახალიამბები
#სამეგრელო
#zugdididaily