ანტისემიტური ქადაგების შემდეგ, მღვდელი ილია კარკაძე ვაქცინის საწინააღმდეგო კონსპირაციას ავრცელებს
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
ქუთაისის ეპარქიაში მოღვაწე მღვდელი ილია კარკაძე, ანტისემიტური ქადაგების შემდეგ, ტაძრის ამბიონიდან ვაქცინების საწინააღმდეგო კონპირაციას ავრცელებს.
16 იანვრის ქადაგებაში დეკანოზი კარკაძე ამტკიცებს, რომ ტელეეთერებსა და ინტერნეტში რეკლამას უკეთებენ „ჩიპებს“.
ნახეთ: 5 მითი აცრებზე (რომლებსაც ზოგჯერ ექიმებიც ავრცელებენ)
„ნეოტექნოლოგიებით ხარობენ და ეს არის მიღწევები. არ ესმით მათ არც სამოთხე და არც ჯოჯოხეთი“, - მიმართავს მრევლს მღვდელი და განაგრძობს: „კი, ჩიპი ჩიპია, 90-იან წლებში გამოგონილი, დიდი სახისაა, მაგრამ ეს პატარა ნეოტექნოლოგიები ისეთია, რომ კარგი დაკვირვება და სპეციალური ის უნდა, რომ დაინახო, რაა შიგნით ჩადებული. და აცრების შედეგად თუ შეიძლება ეს შემოგვეპაროსო? არ არისო გამორიცხულიო“.
დეკანოზი კარკაძე, ასევე, საუბრობს ცნობილ კონსპირაციაზე, თითქოს მსოფლიოში ადამიანების რიცხვის შემცირება უნდათ და „უნდა გამოგვხშირონ და გეუბნება რომ ამ ვირუსის შემდეგ ეს ვაქცინა მიიღო“.
დეკანოზი კარკაძე ამტკიცებს, სამედიცინო დარგის მეშვეობით ცდილობს, „ერთგვარი აგიტაცია პროპაგანდა გაწიოს ბოროტმა სულმა და ადამიანები მოტყუებული დატოვოს“.
არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც დეკანოზ ილია კარკაძის მოსაზრებებს დაადასტურებს.
ნახეთ: “არ გავიკეთებ!” - რატომ ამბობენ უარს კოვიდის ვაქცინაზე ერთნი, როცა სხვები მას ელოდებიან
https://www.radiotavisupleba.ge/a/31049643.html
#ახალი_ამბები
#twitter