ივანე ანდრონიკაშვილი - ქალაქ ბათუმის თავი
Batumi Daily
1901 წელს, მას შემდეგ რაც ქალაქის იმდროინდელი თავი, ლუკა ასათიანი მოულოდნელად გარდაიცვალა, საჭიროება შეიქმნა, რომ ბათუმში მისი დაწყებული საქმე ახალი, თანაბრად ღირსეული კანდიდატისთვის მიებარებინათ. ძველი ცნობებიდან ვიგებთ, რომ ილია ჭავჭავაძემ ივანე ანდრონიკაშვილს გაუწია რეკომენდაცია და სწორედ იგი აირჩიეს 1902 წლის 17 იანვარს ქალაქის თავად.
ივანე ანდრონიკაშვილი 1862 წელს გურჯაანის სოფელ მელიანში დაიბადა. იგი მანამდე, სანამ ბათუმის ქალაქის თავის არჩევნებში მონაწილეობის მიღებას დათანხმდებოდა, ხალხში აგრონომიული ცოდნა-პოპულარიზაციის მიზნით საჩვენებელ-საცდელ ნაკვეთებს აწყობდა, ცდიდა სასოფლო-სამეურნეო მანქანა-იარაღებს. 1907 წელს კი ქალაქის თავის არჩევნებში იყარა კენჭი, გაიმარჯვა და შემდგომ კიდევ 4-ჯერ იქნა ამ თანამდებობაზე არჩეული.
როგორც აღმოჩნდა, ივანე ანდრონიკაშვილის მოღვაწეობა ქალაქისთვის ძალიან ნაყოფიერი იყო. მას გაუშენებია ახალი სასმელი წყლის სატავე ნაგებობა, ასევე გააგრძელა ქალაქის ირგვლის ჭაობების ამოშრომის საქმიანობები. გაძლიერებულად იბრძოდა მალარიის წინააღმდეგ. მის დროს აშენდა ასევე, ქალთა და ვაჟთა გიმნაზიის შენობები, შექიმნა ქალაქის ძლიერი სახანძრო რაზმი. ასევე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, საფუძველი ჩაეყარა მწვანე კონცხის ბოტანიკური ბაღის განაშენიანებას და პირადად მისი რეკომენდაციით ხელმძღვანელად დაინიშნა ა. კრასნოვი.
#ისტორია
#საინტერესო
#ცნობები
batumidaily
_____________________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა feedc-ზე.
Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
აპლიკაციის გადმოსაწერად დააჭირეთ ამ ბმულს:
download.feedc.com