საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 41.7%-ით შემცირდა
Pirveliradio Ge
2020 წლის პირველ კვარტალში საქართველოში შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ნაკადების მოცულობამ $165.4 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 41.7%-ით ნაკლებია.
შემცირების გამომწვევ ძირითად მიზეზებს შორის საქსტატი მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობის პროექტის დასრულებასა და რამდენიმე საწარმოს საქართველოს რეზიდენტის საკუთრებაში გადასვლას ასახელებს.
უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნების სია და წინა წელთან შედარებით ინვესტიციების კლება/მატება ასეთია:
გაერთიანებული სამეფო - $73 მლნ ზრდა წინა წელთან 19% ;
აშშ - $28 მლნ კლება წინა წელთან 34% ;
პანამა - $19 მლნ კლება წინა წელთან -57% ;
დანია - $11 მლნ კლება ზრდა წელთან 6% ;
ნიდერლანდი - $11 მლნ კლება წინა წელთან -112% ;
თურქეთი - $11 მლნ კლება წინა წელთან -84% ;
რუსეთი - $10 მლნ ზრდა წინა წელთან 71% ;
მარშალის კ-ები - $9 მლნ ზრდა წინა წელთან 80% ;
ლუქსემბურგი - $8 მლნ ზრდა წინა წელთან 330% ;
იაპონია - $7 მლნ კლება წინა წელთან -56% ;
ერაყი - $7 მლნ კლება წინა წელთან -524% ;
მალტა - $4 მლნ კლება წინა წელთან -114% ;
გერმანია - $3 მლნ კლება წინა წელთან -17% ;
ინდოეთი - $3 მლნ კლება წინა წელთან -3% ;
ლატვია - $2 მლნ ზრდა წინა წელთან 309% ;
კაიმანის კ-ბი - $2 მლნ კლება წინა წელთან -163% ;
შვეიცარია - $2 მლნ კლება წინა წელთან -67% ;
სომხეთი - $2 მლნ კლება წინა წელთან -51% ;
http://pirveliradio.ge/?newsid=145146