მექსიკაში კორონავირუსის 9,679 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 665 გარდაიცვალა
Tbilisi Daily
მექსიკაში კორონავირუსის 9,679 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამავე მონაცემებით, 665 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. ჯამში 1,372,243 შემთხვევა აღირიცხა, გარდაცვლილთა რაოდენობა კი 121,837-ს შეადგენს.
მთავრობა აცხადებს, რომ ინფიცირებულთა რეალური რაოდენობა სავარაუდოდ მკვეთრად მაღალია, ვიდრე დადასტურებული შემთხვევების სტატისტიკა აჩვენებს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ მიიჩნია. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.