ალამბრის და კონდიდის მოსახლეობა მერთან შეხვედრის მოთხოვნით ქობულეთის მერიის შენობასთან შეიკრიბა
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
ალამბრის და კონდიდის მოსახლეობა მერთან შეხვედრის მოთხოვნით ქობულეთის მერიის შენობასთან შეიკრიბა. ისინი უკვე წლებია საავტომობილო გზის მოწესრიგებას ითხოვენ. მერი მოსახლეობას დახურულ კარს მიღმა შეხვდა. მირიან ქათამაძის განცხადებით, ეს იყო ჩვეულებრივი სამუშაო შეხვედრა, როდესაც მერი მოსახლეობას ხვდება და მათ პრობლემებს განიხილავენ. მოსახლეობა ამბობს, რომ მიიღეს დაპირება გზის რეაბილიტაციაზე. მაგრამ როდის მოგვარდება ეს საკითხი კონკრეტული ვადა უცნობია. მერი ამბობს, რომ გზის ამ მონაკვეთზე, საპროექტო დოკუმენტაციის შედგენა დაწყებულია და ორივე გზა პრიორიტეტებშია განსაზღვრული. თუმცა როგორც გაირკვა ალამბრის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფელ ზედა კონდიდის საავტომობილო გზა, აჭარის საავტომობილი გზების დეპარტამენტის ბალანსზეა და მისი რეაბილიტაცია მათ ევალებათ.