ოქსფორდის კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა, შესაძლოა, მარეგულირებლებს წლის ბოლომდე გადაეცეს

Headline

ოქსფორდის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე კლინიკურმა ცდებმა, შესაძლოა უკვე საკმარისი უსაფრთხოებისა და ეფექტურობის მონაცემები აჩვენოს. ამის შემდეგ კი უკვე შესაძლებელი იქნება იგი რეგულატორებს გადაეცეს წლის ბოლომდე. მიუხედავად ამისა, მეცნიერი, რომელიც კვლევებს ხელმძღვანელობს ამტკიცებს, რომ ჯერჯერობით ამ პროცესის დაჩქარება შეუძლებელია. ბრიტანელი მეცნიერების კომენტარები ვაქცინის დაჩქარების პროცესის შესახებ ტრამპის ადმინისტრაციის ქმედებებს მოჰყვა. მათ აირჩიეს სწრაპი პროცესი, რაც კორონავირუსის საწინააღმდეgო ვაქცინის ნოემბერში, საპრეზიდენტო არჩევნებამდე, გამოყენებას გულისხმობს. ერთ-ერთი გეგმა გულისხმობს იმას, რომ საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ „გადაუდებელი მოხმარების ნებართვა“ გასცეს ბრიტანულ ვაქცინაზე. ოქსფორდის ვაქცინა ერთ-ერთია იმ ექვს ვაქცინათაგან, რომელსაც ტრამპის გუნდი გულშემატკივრობს. მათი ინიციატივა კი უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინის შექმნას შემდეგი წლის დასაწყისში გულისხმობს. იგეგმება კვლევა, რომელშიც ბრიტანეთში 10,000 ადამიანი მიიღებს მონაწილეობას. თუმცა აღსანიშნავია, რომ ფედერალური სააგენტოები აცხადებენ, მსგავსი მიღწევებისათვის კვლევებში 30,000 ადამიანის ჩართვაა საჭირო. ოქსფორდის ვაქცინის კვლევების ხელმძღვანელის თქმით, იგი იმედოვნებს, რომ 50,000 ადამიანი მიიღებს მონაწილეობას კლინიკურ ცდებში. მისი განცხადებით, კვლევის მოცულობა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს მათ საშუალებას მისცემს უფრო მკაფიო სურათი დაინახონ, ეფექტურად მუშაობს ვაქცინა თუ არა. წყარო: NEW YORK POST #headline