რუსეთის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქ კონსტანტინოვნკა დაბომბეს. არიან დაჭრილები
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
17 სექტემბერს რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა კვლავ დაბომბეს დონეცკის ოლქის ქალაქი კონსტანტინოვკა, სადაც სულ მცირე 5 ადამიანი დაიჭრა. ამის შესახებ კონსტანტინოვკის საქალაქო ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ცნობაში ნათქვამია, რომ რუსეთის საარტილერიო ჭურვი ქალაქის ცენტრში მდგარ ერთ-ერთ მრავალსართულიან სახლს მოხვდა.
დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია ზუსტდება.
მანამდე დონეცკის საოლქო ადმინისტრაციაში ასევე განაცხადეს, რომ 17 სექტემბრის დილით რუსმა სამხედროებმა ცეცხლი გაუხსნეს სლავიანსკის თბოელექტროსადგურს, რის შედეგადაც აღჭურვილობა დაზიანდა. ასევე იყო თავდასხმები ნიკოლაევკაზე, რამაც ქალაქში წყალმომარაგების შეფერხება გამოიწვია.
კონსტანტინოვკას, ისევე როგორც დონეცკის რეგიონის სხვა დასახლებებს, რეგულარულად ესხმიან თავს რუსეთის ჯარი. მოსკოვი, არაერთი მტკიცებულების მიუხედავად, უკრაინაში მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმასაც უარყოფს.
https://www.radiotavisupleba.ge/a/32038768.html
Source: radiotavisupleba.ge