"საფრანგეთი განაგრძობს საქართველოსა და უკრაინასთან ნატოს თანამშრომლობის გაღრმავების მხარდაჭერას"

Tbilisi Daily

ნატოში საფრანგეთის მისია აცხადებს, რომ შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების გარემოს გაუარესების ფონზე, საფრანგეთი განაგრძობს საქართველოსა და უკრაინასთან ნატოს თანამშრომლობის გაღრმავების მხარდაჭერას. „შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების გარემოს გაუარესების ფონზე, საფრანგეთი განაგრძობს ვალდებულებების შესრულებას და საქართველოსა და უკრაინასთან ნატოს თანამშრომლობის გაღრმავების მხარდაჭერას“, - ნათქვამია ნატოში საფრანგეთის მისიის განცხადებაში.