ეპიდვითარება საქართველოში
Tbilisi Daily
ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 688 ახალი დადასტურებული შემთხვევა.
3 თებერვლის მდგომარეობით არსებულ უახლეს სტატისტიკურ მონაცემებს, რომელიც უკვე Stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა:
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 259 897-ს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 788 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 251 077-მდე.
სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 13 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 221 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 688 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 295 შემთხვევა, აჭარა - 23, იმერეთი - 126, ქვემო ქართლი - 31, შიდა ქართლი - 45, გურია - 32, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 69, კახეთი - 50, მცხეთა-მთიანეთი - 7, სამცხე-ჯავახეთი - 7, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 3.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 5 573,
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 487 ადამიანი,
სულ 6 ოქტომბრიდან - 2 თებერვლის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 22 375 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 15 348 ადამიანი.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სიახლეებსა და ბლოგებს.
#GeorgiaDaily
#საქართველო
#ახალიამბები