აფხაზეთის ჯანდაცვის ე.წ სამინისტრო: მედიცინა მზად არის საზღვრების გასახსნელად

Sokhumi Daily

საერთო ჯამში, აფხაზეთში კორონავირუსის 38 შემთხვევა დაფიქსირდა. აქედან 37 ადამიანი გამოჯანმრთელდა და ერთი პაციენტი გარდაიცვალა. აფხაზური მედიცინა მზადაა გახსნას საზღვარი რუსეთთან, იმის მიუხედავად, რომ საზღვრის გახსნამ შეიძლება გააუარესოს აფხაზეთში ეპიდემიოლოგიური ვითარება, ამის შესახებ ე.წ ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელმა თამაზ წახნკიამ საზოგადოებრივ პალატაში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. წახნაკიამ თქვა, რომ აფხაზეთს აქვს აუცილებელი მედიკამენტები, კორონავირუსით დაავადებული 300 პაციენტის სამკურნალოდ და ეს თანხა საკმარისი იქნება მომდევნო კვარტალში, საჭიროების შემთხვევაში. მისივე თქმით, დღეს კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი კრასნოდარის მხარეში და მთლიანობაში რუსეთში მცირდება. მინისტრის განმარტებით, ამჟამად სოჭის ინფექციური დაავადებების საავადმყოფოში ათამდე სერიოზულად დაავადებული პაციენტია. ე.წ მინისტრი ირწმუნება, რომ საზღვრის გახსნის შემდეგ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის მკვეთრი გაუარესების შემთხვევაში, შემზღუდავი ზომები დაუყოვნებლივ დაწესდება #აფხაზეთი #სოხუმი #ეპიდემია #პოლიტიკა #რუსეთი #sokhumidaily