ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
Tbilisi Daily
რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობამ კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევა დაადასტურა.
10 აგვისტოს საღამოს მდგომარეობით, აფხაზეთში სულ გამოვლენილი აქვთ ინფიცირების 143 შემთხვევა. COVID-19-ით გარდაცვლილია 3 ადამიანი.
ოკუპირებულ რეგიონში კორონავირუსის შემთხვევების დიდი ნაწილი რუსეთიდანაა იმპორტირებული. მიუხედავად ამისა, დე ფაქტო ხელისუფლებამ 1 აგვისტოდან გახსნა პანდემიის გამო რუსეთთან დაკეტილი ე.წ. საზღვარი. მხოლოდ პირველი ორი დღის განმავლობაში რუსეთიდან აფხაზეთში ჩავიდა 30 ათასამდე ადამიანი.