შაქარაშვილი წააქციეს და ზურგში ურტყამდნენ - რა ვერსია აქვს ექსპერტს

Tbilisi Daily

დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტის, „ვექტორის“ ხელმძღვანელი ვარაუდობს, რომ გიორგი შაქარაშვილი წაიქცა ან წააქციეს და ზურგში ურტყამდნენ. ალექსანდრე გეჯაძე, რომელიც ამ საქმეში დამოუკიდბელი ექსპერტის სტატუსით არის ჩართული არ გამორიცხავს, რომ ეს ასე იყო. „გამოძიებას, ამ ეტაპისთვის საკითხი ასე არ დაუყენებია და არც ეს კითხვა დაუსვამს. თუ აღნიშნული კითხვა გაჩნდება ვუპასუხებ, რომ სავსებით შესაძლებელი და დამაჯერებელია. ამას კომპლექსური ექსპერტიზაც დაადგენს. დიდი ალბათობით ეს დასაშვებია“ – განაცხადა ექსპერტმა. #შაქარაშვილი #ექსპეტი #TbilisiDaily