WHO-ს რეკომენდაციები დამსაქმებლებს

Tbilisi Daily

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები დამსაქმებლებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ დამსაქმებლებისთვის რეკომენდაციები გამოაქვეყნა. WHO სამუშაო დაწესებულებებს, კორონავირუსის საფრხთისგან, თანამშრომლების დაცვისკენ მოუწოდებს. სამუშაო სივრცეში, ვირუსის გავრცელების პრევენციის წესები შემდეგია: წაახალისეთ ხელების რეგულარული და საფუძვლიანი დაბანა; უზრუნველყავით კარგი რესპირატორული ჰიგიენა; სამუშაო ვიზიტის დაგეგმვამდე, მოგზაურობის შესახებ ეროვნული რეკომენდაციები გაითვალისწინეთ; დარწმუნდით, რომ სამუშაო ადგილას მყოფებს საპონსა და წყალზე წვდომა აქვთ. დასაქმებულებს, კონტრაქტორებს, მომხმარებლებს უთხარით, რომ მათ გარემოცვაში კორონავირუსის გავრცელების შემთხვევაში (იმ შემთხვევაშიც კი თუ ვინმეს არამწვავე სიმპტომები აღენიშნება - 37.3 C ან მეტი სიცხე), სახლში დარჩნენ. თუ მათ სიცხის დამწევი წამლები მაგალითად, ასპირინი, იბუპროფინი, პარაცეტამოლი, აცეტამინოფენი მიიღეს - ამ წამლებით დაავადების სიმპტომები მხოლოდ ინიღბება. დასაქმებულებს განუმარტეთ, რომ გაცდენილი დღეები დაავადების გამო გაცდენად ჩაითვლება. #ჯანდაცვა #WHO #რეკომენდაციები #დამსაქმებლები #სამუშასივრცე #tbilisidaily