საქართველოში კორონავირუსის სულ 69681 დადასტურებული შემთხვევაა აღრიცხული
Tbilisi Daily
საქართველოში, კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ყოველდღირად სამი ათასამდე გაიზარდა. სამედიცინო სექტორი, საზოგადოებას იმ რეკომენდაციების დაცვიდკენ მოუწოდებს, რაც ჯანდაცვის სამინისტოს მიერ არის დაწესებული.
ინფექციონისტების თქმით, დღეის მდგომარეობით სახელმწიფოს აქვს შესაძლებლობა გაუწიოს დახმარება ინფიცირებულ ადამიანებს, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ მათი დღიური მაჩვენებელი კიდევ უფრო მოიმატებს, დაავადების მართვა რთული გახდება.
საქართველოში კორონავირუსის 69 681 დადასტურებული შემთხვევაა. მათ შორის გამოჯანმრთელებულია 52 169. გარდაცვლილია 599. კარანტინის რეჟიმშია 2506. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ არის ოთხი ათას 918. კოვიდსასტუმროებში 3311 პაციენტი მკურნალობს.