ყირგიზეთის ცესკომ საპარლამენტო არჩევნების შედეგები ბათილად ცნო
Pirveliradio Ge
ყირგიზეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპარლამენტო არჩევნების შედეგები ბათილად ცნო.
შეგახსენებთ, რომ წინასწარი მონაცემებით, პარლამენტში პროსამთავრობო პარტიები „ბირიმდიკი“ (24.5%) და „მეყენიმ ყირგიზეთი“ (23.8%), ასევე ცენტრისტული პარტიები „ყირგიზეთი“ (8.7%) და „ბუთუნ ყირგიზეთი“ (7.1%) მოხვდნენ. სხვა პარტიებმა 7%-იანი ბარიერი ვერ გადალახეს, რის მიზეზადაც ხმების ფალსიფიცირება დაასახელეს.
ბიშკეკის ცენტრში საპროტესტო აქციები 5 ოქტომბერს დაიწყო. საპროტესტო აქციაზე მომხდარი დაპირისპირებისას ერთი ადამიანი დაიღუპა, 590 კი დაშავდა.
საპარლამენტო არჩევნები ყირგიზეთში 4 ოქტომბერს გაიმართა. არჩევნებში სულ 16 პარტია მონაწილეობდა. 12-მა ოპოზიციურმა პარტიამ არჩევნების შედეგების აღიარებაზე უარი განაცხადა.