ცხრა თვის ბავშვი ყველაზე კარგად გრძნობს თავს - მარინა ეზუგბაია
Tbilisi Daily
საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საავადმყოფოში მოთავსებული ყველაზე პატარა პაციენტი, 9 თვის ბავშვი თავს ყველაზე კარგად გრძნობს.
,,ერთი ყველაზე პატარაა და თქვენ წარმოიდგინეთ, ის ყველაზე კარგად გრძნობს თავს, დანარჩენების მდგომარეობაც დამაკმაყოფილებელია”, - განაცხადა ეზუგბაიამ.
მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე ინფექციურ საავადმყოფოში 6 არასრულწლოვანი მკურნალობს და ყველა მათგანის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსით ინფიცირებული ცხრა თვის ბავშვი თბილისში სამკურნალოდ ქობულეთიდან, რამდენიმე დღის წინ გადმოიყვანეს.
#ეზუგბაია
#პაციენტი
#ინფექციური
#ბავშვი
#tbilisidaily