თეთრიწყაროში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა დადასტურდა
Pirveliradio Ge
http://pirveliradio.ge/?newsid=142692
თეთრიწყაროში ბოლო 24 საათში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა დადასტურდა. ქვემო ქართლის გუბერნატორის, შოთა რეხვიაშვილის განაცხადებით, ორივე ინფიცირებული ექიმების კლასტერს განეკუთვნება.
„რაიონში აქტიურად მიმდინარეობს თერმოსკრინინგი, რომელიც უკვე 3 539 ადამიანს ჩაუტარდა. ჯამში ქვემო ქართლში კორონავირუსის 184 დადასტურებული შემთხვევაა. ბოლო 24 საათში 35 საკვლევი მასალა იყო გაგზავნილი, აქედან ორი ფაქტი დადასტურდა თეთრიწყაროში, რომელიც უკვე ცნობილი კლასტერია. ერთი კი ბოლნისში სოფელ გეტაში. მარნეულში ახალი შემთხვევა არ გვაქვს. აქ 22 დადასტურებული ფაქტია. ცხრა დადასტურებული ფაქტია რუსთავში, სადაც ბოლო ფაქტთან დაკავშირებით კონტაქტები მოძიებულია და გავრცელება აღარ ყოფილა“, – განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.