ვინ არის კორონავირუსით გარდაცვლილი მე-14 პაციენტი
Tbilisi Daily
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული მე-14 პაციენტის თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა.
კლინიკაში აცხადებენ, რომ მას ბოლო პერიოდში ვირუსი აღარ უდასტურდებოდა, თუმცა განვითარებული ქრონიკული დაავადებების ფონზე მისი სიცოცხლის შენარჩუნება ვეღარ მოხერხდა.
66 წლის მამაკაცი ე.წ. "ეროვნული ბანკის კლასტერს" მიეკუთვნებოდა. ის ბანკის საცავში მუშაობდა.
კლინიკის დირექტორის ლევან რატიანის განცხადებით, პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე რამდენიმე კვირის განმავლობაში იმყოფებოდა.
"ჩვენთან შემოიყვანეს დაახლოებით 50 დღის წინ, კლინიკაში შემოსვლის პირველივე დღიდან იმყოფებოდა რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე, რადგან ვირუსის ფონზე ჰქონდა განვითარებული უმძიმესი პნევმონია. ასევე, სახეზე იყო სეფსისი, სეპტიური შოკი. ჰქონდა ქრონიკული დაავადებები, მათ შორის შაქრიანი დიაბეტი. პაციენტი იყო თერმოდინამიკის რღვევით. ჩატარდა ყველანაირი მკურნალობა რაც კი არსებობდა, მაგრამ მას ჰქონდა ძირითადი დაავადების გართულებები. ჰქონდა თირკმლის უკმარისობა და არტერიული ჰიპერტენზიაც, ჩატარდა კვლევა, სადაც გამოვლინდა მკვეთრი იმუნოდეფიციტი. სამწუხაროდ, პოლიორგანული უკმარისობის გამო მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა და ამ ღამით დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი" - განაცხადა ლევან რატიანმა.