მე და თამარს სასიყვარულო ურთიერთობა გვქონდა - ბაჩანა ლობჟანიძე

Pirveliradio Ge

მე და თამარს სასიყვარულო ურთიერთობა გვქონდა, - ამის შესახებ ბაჩანა ლობჟანიძემ "მთავარი არხის" ეთერში, ნიკა გვარამიას გადაცემაში "მთავარი აქცენტები" ისაუბრა. ბაჩანა ამბობს, რომ ამას მისი მეგობარიც დაადასტურებს. ამბობს, რომ თამარის მეგობარი დეა კაპანაძე პანაშვიდზე გაიცნო. მისივე თქმით, მასთან საუბრისას დეა თამარზე ბრაზობდა, რომ ლობჟანიძე არ გააცნო. ბაჩანა ასევე ამბობს, რომ მას დეაზე აქამდე ინფორმაცია არ ჰქონია და ბევრი ადამიანი გამოჩნდა თამარის მხრიდან, ვისაც აქამდე არ იცნობდა. რაც შეეხება თამართან სასიყვარულო ურთიერთობას, ბაჩანა ამბობს, რომ მათ ჰქონდათ ურთიერთობა და ამას მისი მეგობარიც დაადასტურებს. მისივე თქმით, ბოლოს თამარი 19 ივნისს ნახა, ბოლო sms მიმოწერა კი 17 ივლისს ჰქონდათ. "მეც და მასაც 19 ივნისს გვაქვს დაბადების დღე და ბოლოს 19 ივნისს ფიზიკურად ვნახე, საღამოს 11 საათისკენ ვიშლებით... "17 ივლისს 5-ს რომ 20 უკლია მაშინ მივწერე და ამას ნახულობს, სხვათაშორის 7-ის წუთებზე. ზოგადად, რომ ვწერდი ნახულობდა მაქსიმუმ ერთი წუთის ინტერვალში," - თქვა ბაჩანა ლობჟანიძემ.