კოვიდინფიცირებული ბავშვი რუხის საავადმყოფოში მოათავსეს.

Zugdidi Daily

რუხის საუნივერსიტეტო კლინიკაში კოვიდინფიცირებულ პაციენტების რიცხვი ორით გაიზარდა. ერთ-ერთი მათგანი 10 წლის ბავშვია, მეორე კი სრულწლოვანი პირი, ცხელების ნიშნებით. მცირეწლოვანს ვირუსის უმნიშვნელო სიმპტომები აღენიშნება. ორივე მათგანი ლენჯერის კლასტერს უკავშირდება. რუხის კლინიკაში ჯამში 8 ინფიცირებული მოქალაქე მკურნალობს. საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა მაიკო ჯანაშიამ განაცხადა, რომ პნევმონია ამ რვიდან 4 პაციენტს აქვს. ყველა შემთხვევა საშუალო სიმძიმისაა. საქართველოში დღეს გამოვლენილი 23 შემთხვევიდან 6 მესტიიდანაა. მესტიაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 10 აგვისტოს დადასტურდა. მაშინ ლენჯერში 17 შემთხვევა გამოვლინდა. ჩაიკეტა. #რუხი #მესტია #ლენჯერი #კორონავირუსი #დადასტურებულიშემთხვევა #კლასტერი #zugdididaily _____________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. აპლიკაციის გადმოსაწერად დააჭირეთ ამ ბმულს: download.feedc.com