ზუგდიდელმა მოჭადრაკეებმა ჭადრაკის შეჯიბრზე საპრიზო ადგილები დაიკავეს.

Zugdidi Daily

ბათუმში ჩატარებულ საჭადრაკო ფესტივალზე "ბათუმი 2020", ზუგდიდელმა მოჭადრაკეებმა საპრიზო ადგილები დაიკავეს. შეჯიბრი 22 აგვისტოდან 28 გვისტოს ჩათვლით მიმდინარეობდა. 8, 10, 12 და 14 წლამდე ვაჟთა და გოგონათა შორის, ხუთი ზუგდიდელი მოჭადრაკე მონაწილეობდა. ააიპ. "სპორტულ დაწესებულებათა მართვის ცენტრის" სასპორტო საჭადრაკო სკოლა "ნონას" მოსწავლეებმა, საპრიზო ადგილები დაიკავეს. მათ შორის ოთხმა და-ძმა ბეჭვაიამ. 8 წლამდე გოგონები: II ადგილი - ანასტასია ბეჭვაია 8 წლამდე ბიჭები: III ადგილი - ანდრია თოდუა 10 წლამდე გოგონები: III ადგილი - ქრისტინე ბეჭვაია 12 წლამდე ბიჭები: III ადგილი - გრიგოლ ბეჭვაია 14 წლამდე გოგონები: V ადგილი - ქეთევან ბეჭვაია #საჭადრაკოფესტივალი #ზუგდიდელიმოჭადრაკეები #საპრიზოადგილები #zugdididaily _____________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. აპლიკაციის გადმოსაწერად დააჭირეთ ამ ბმულს: download.feedc.com