4 მეტროსადგურის შესასვლელებში მგზავრთა ნაკადი გაკონტროლდება
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
პიკის საათებში მეტროსადგურების „ვარკეთილი“, „ახმეტელის თეატრი“, „დიდუბე“ და სადგურის მოედანი“-შესასვლელებში მგზავრთა ნაკადი გაკონტროლდება და რიგების მართვა განხორციელდება, - ინფორმაციას ამის შესახებ თბილისის მერია ავრცელებს.
განცხადების თანახად, მეტროპოლიტენის თანამშრომლები მუდმივად დააკვირდებიან მგზავრთა ნაკადს. როდესაც ნაკადი კრიტიკული იქნება და ვირუსის გავრცელების კუთხით საფრთხეს შექმნის, მეტროსადგურების ჩასასვლელებში, რიგის მართვის მეშვეობით, ადამიანების დაშვება შეფერხდება.
თბილისის მერიაში განმარტავენ, რომ გადაწყვეტილება რამდენიმე მეტროსადგურში მგზავრთა ნაკადის კონტროლის შესახებ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ეპიდემიოლოგებისა და საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციებით იქნა მიღებული.
გასულ 24 საათში საქართველოში დადასტურდა კორონავირუსის 2401 შემთხვევა. ეპიდემიის პერიოდში ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. წინა დღესთან შედარებით 106-ით მეტი ახალი შემთხვევაა. გარდაიცვალა 20 პაციენტი. გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 401-მდე გაიზარდა.
გასული დღე-ღამის განმავლობაში 2289-ით გაიზარდა კორონავირუსისგან განკურნებულთა რაოდენობა.
https://www.radiotavisupleba.ge/a/30931966.html
#ახალი_ამბები
#twitter