NDI: გამოკითხულთა 10%-ის აზრით, Covid 19-ის გავრცელება 5G-ს უკავშირდება

Tbilisi Daily

NDI-ს ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 10%-ი მიიჩნევს, რომ კორონავირუსის გავრცელება 5G ინტერნეტ ტექნოლოგიას უკავშირდება. საპირისპირო პოზიციას აფიქსირებს გამოკითხულთა 45%-ი, რომელიც ამბობს, რომ 5G-ს კორონავირუსის გავრცლებასთან კავშირი არ აქვს. კვლევის თანახმად, იმას, რომ 5G კორონავირუსის გავრცელებას არ უკავშირდება, თბილისში გამოკითხულთა 58%-ი ეთანხმება, სხვა ქალაქებში 47%-ი, ხოლო სოფლებში – 32%-ი. კვლევა 26-30 ივნისის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 1,550 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა. საშუალო ცდომილების ზღვარი შეადგენს +/- 2 პროცენტს.