საფრანგეთიდან, გერმანიიდან და ბალტიისპირეთიდან ჩამოსული მგზავრები კარანტინს აღარ გაივლიან

Tbilisi Daily

კარანტინის ნაცვლად PCR ტესტი - იმ ქვეყნების მოქალაქეებს, რომლებსაც საქართველომ საზღვარი უპირობოდ გაუხსნა, დღეიდან ქვეყანაში შემოსასვლელად კარანტინს აღარ გაივლიან და PCR ტესტის პასუხი საკმარისი იქნება. საუბარია საფრანგეთის, გერმანიისა და ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან მომავალ მგზავრებზე - მათ საზღვარზე ბოლო 72 საათში გაკეთებული PCR ტესტი უნდა წარმოადგინონ. აქამდე მოქალაქეებს ქვეყანაში შემოსვლისას 9 დღიანი კარანტინის გავლა უწევდათ.