უმსხვილესი რუსული ბანკი SWIFT-დან გათიშეს

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

მსოფლიოს ბანკთაშორისი საფინანსო არხების კავშირი(SWIFT) დღეიდან, 14 ივნისიდან გაუთიშეს რუსეთის უმსხვილეს ბანკს, „სბერბანკ“-ს. ამას ითვალისწინებს უკრაინაში ომის გამო, ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის დაწესებული საქნციების მეექვსე პაკეტი, რომელიც ევროკავშირის სახელმწიფოთა ლიდერებმა ივნისის დასაწყისში დაამტკიცეს. სანქციების მეექვსე პაკეტში მოექცა და დღეიდან SWIFT-იდან გათიშეს კიდევ ორი რუსული ბანკი, „როსსელხოზბანკ“-ი და მოსკოვის საკრედიტო ბანკი. სამივე მათგანი ირწმუნება, რომ რაიმე განსაკუთრებული პრობლემა არ შეექმნებათ.   მანამდე, 12 მარტიდან ფინანსური შეტყობინებების საერთაშორისო სისტემა გაუთიშეს ათამდე რუსულ ბანკს. https://www.radiotavisupleba.ge/a/31897396.html

Source: radiotavisupleba.ge