სად აფარებდა თავს ბანკზე თავდამსხმელი – შსს-ს ორი პარალელური სპეცოპერაცია სამეგრელოში

Tbilisi Daily

ზუგდიდში ზაქარაიას ქუჩაზე ცოტა ხნის წინ სამართალდამცავებმა სპეცოპერაცია ტარიელ ჯანაშიას საცხოვრებელ სახლში ჩაატარეს. სავარაუდოს ბანკზე თავდამსხმელის დაკავების ოპერაცია ჩატარდა, თუმცა ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა, დაკავებულია თუ არა ამ დროისთვის ბადრი ესებუა. სწორედ ამ სახლში აფარებდა თავს ბადრი ესებუა. პარალელურ რეჟიმში მეორე სპეცოპერაცია მიმდინარეობს სოფელ გრიგოლიშში, ბადრი ესებუას სახლში. პოლიციელებთან ერთად ადგილზე მობილიზებული არიან სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლებიც. სამართალდამცველები კომენტარს არ აკეთებენ. – ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს.