ფიზიკური დაპირისპირება ბათუმის სამედიცინო დაწესებულებაში - სასამართლო პროცესი

Batumi Daily

ბათუმის საქალაქო სასამართლო რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმთან დაპირისპირების გამო დაკავებულის აღკვეთი ღონისძიების საკითხზე მსჯელობს. სხდომა დისტანციურად მიმდინარეობს. კლინიკაში დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ექიმმა ბრალდებულს, დავით გეგიაძეს კოვიდინფიცირებული ახლობლის ნახვის უფლება არ მისცა, რასაც მოყვა ფიზიკური დაპირისპირება. ბრალდებულის უფლებადამცველის ინფორმაციით, დავით გეგიაძე ბრალს არ აღიარებს. საქმეს მოსამართლე დავით მამისეიშვილი განიხილავს. პროკურატურა აღკვეთი ღონისძიების სახით 3 000 ლარიან გირაოს ითხოვს. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. #batumidaily #ახალიამბებიაჭარაში #ბათუმისსაქალაქოსასამართლო